ბარსელონას და რეალის დაპირისპირება, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო ოფიციალურად გადაიდო. ამის მიზეზი დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა ბარსელონაში, რაც კატალონიელი პოლიტიკოსების დაკავებამ გამოიწვია. ქალაქში მასობრივად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციამ კლასიკოს ჩატარება ასეთ პერიოდში მიზანშეწონილად არ ჩათვალა. მატჩი სავარაუდოდ 18 დეკემბერს გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ დამტკიცებული არ არის და ის შესაძლოა შეიცვალოს.
კატეგორია: სპორტი
სოლსკიაერი: ”ლუკაკუს და სანჩესის გაშვებას არ ვნანობთ”
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიააერმა განაცხადა რომ ის ლუკაკუს და ალექსის სანჩესის გაშვებას არ ნანობს, რადგან მათი წასვლის შემდეგ შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოეცემათ. სოლსკიაერის თქმით ის დარწმუნებულია რომ მანჩესტერი კრიზისს დაძლევს: ”ბევრი ფიქრობს რომ ჩვენი გამოცდილი ფეხბურთელები გვაკლია, მაგრამ მე ასე არ მივიჩნევ. ლუკაკუ და სანჩესი კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათ წასვლას არ […]
მოკრივე პატრიკ დეი ბრძოლის შემდეგ 4 დღეში გარდაიცვალა
კრივში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. საშუალო წონაში მოასპარეზე პატრიკ დეი ჩარლზ კონველთან ნოკაუტით წაგების შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა და 4 დღის შემდეგ გარდაიცვალა. დეიმ მეათე რაუნდში წააგო ნოკაუტით და მას ტვინის მძიმე ტრავმა ჰქონდა, რომელიც გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. წელს ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც მოკრივე ბრძოლის შემდეგ დაიღუპა. რუსი მაქსიმ დადაშევი და არგენტინელი უგო სანტილიანი […]
რეალმა პოგბას ტრანსფერზე უარი თქვა
მადრიდის რეალმა მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველის პოლ პოგბას ტრანსფერზე უარი განაცხადა და მის გადაბირებას აღარ ეცდება. რეალი ზაფხულში ცდილობდა პოგბას შეძენას, მაგრამ მანჩესტერმა 200 მილიონზე მეტი მოითხოვა და ამის გამო ტრანსფერი ჩაიშალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეალმა პოგბას ყიდვა მისი ხშირი ტრავმების გამოც გადაიფიქრა და ზიდანი აქცენტს ფედერიკო ვალვერდეზე გააკეთებს, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება. რაც შეეხება […]
ვლადიმერ ვაისი: ”მეორე ტაიმში კონცენტრაცია დავკარგეთ”
საქართველოს ნაკრებს გიბრალტართან საკმაოდ მძიმე შეხვედრა ჰქონდა და ქართველებმა მხოლოდ 84-ე წუთზე შეძლეს გამარჯვების გოლის გატანა. ეს გიორგი ქვილითაიამ გააკეთა. მატჩის შემდეგ ვლადიმერ ვაისმა განაცხადა რომ მეორე ტაიმში ნაკრებმა კონცენტრაცია დაკარგა და ყველა უსიამოვნება ამის ბრალი იყო: ”მეორე ტაიმის წინ ბიჭებს ვუთხარი რომ ყურადღებით ყოფილიყვნენ, მაგრამ ხარაიშვილის ტრავმამ ჩვენზე ცუდად იმოქმედა და საბოლოოდ დასანანი გოლები […]
მოდრიჩი ელ-კლასიკოს გამოტოვებს
მადრიდის რეალის ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ბარსელონას წინააღმდეგ შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს. მოდრიჩმა ტრავმა უელსის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო და ამ მიზეზით მას დაახლოებით ორი კვირა გაუცდება. მოდრიჩის დაბრუნებას ნოემბრის დასაწყისში ვარაუდობენ. მოდრიჩმა სეზონის დასაწყისში უკვე გამოტოვა რამდენიმე შეხვედრა და შესაძლოა მისთვის ეს ტრავმა ქრონიკული გახდეს. ელ-კლასიკო ბარსელონაში 26 ოქტომბერს ჩატარდება და მოდრიჩი რეალისთვის დიდი […]
გოგა ბითაძის შესანიშნავი დებიუტი ნბა-ში – 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი
ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელ გოგა ბითაძეს დღეს, 16 ოქტომბრის დილით, დებიუტი ჰქონდა “ინდიანა პეისერსის” შემადგენლობაში. ნბა-ს რეგულარული სეზონის მოსამზადებელ მატჩში “მინესოტას” წინააღმდეგ გოგამ პარკეტზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა ჩააგდო, 4-ჯერ მოხსნა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და ერთხელ დაბლოკა მეტოქის ტყორცნა. აღსანიშნავია, რომ “პეისერსის” შემადგენლობაში გოგაზე მეტი ქულა არავის ჰქონდა, მხოლოდ მაკდერმოტმა ჩააგდო […]
ნეიმარმა ისევ ტრავმა მიიღო
ბრაზილიის ნაკრების და პსჟ-ს ფორვარდმა ნეიმარმა ნაკრების თამაშის დროს ტრავმა მიიღო და ის სავარაუდოდ 3 კვირას გამოტოვებს. ბოლო პერიოდში ნეიმარი საკმაოდ ხშირად იღებს ტრავმებს და სწორედ ამ მიზეზით მან ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოტოვა, როგორც ნაკრებში, ასევე გუნდშიც. ამჯერად ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ ნეიმარს ისევ მოუწევს რამდენიმე მატჩის ტრიბუნიდან ყურება, რაც პსჟ-ს ფანებს უფრო გააღიზიანებს. […]
კრიშტიანო რონალდუმ მე-700 გოლი გაიტანა
პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ თავის კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. რონალდუმ ეს უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გააკეთა, თუმცა მისმა გოლმა პორტუგალია მარცხს ვერ გადაარჩინა. მატჩის შემდეგ რონალდუმ განაცხადა რომ მისი წარმატებები თანაგუნდელების დამსახურებაც არის: ”ძალიან მიხარია რომ ამ ნიშნულს მივაღწიე და ბუნებრივია გაჩერებას არ ვაპირებ. ჩემი თანაგუნდელები მეხმარებიან როგორც გუნდში, ასევე ნაკრებში. სამწუხაროა რომ დღეს დავმარცხდით, მაგრამ […]
ედისონ კავანი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდეს
პსჟ-ს ურუგვაელი ფორვარდი ედისონ კავანი სავარაუდოდ ზამთარში გუნდს დატოვებს, რადგან ის არ არის მუდმივად ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. კავანის შეძენა საკმაოდ ბევრ გუნდს სურს და მათ შორის არის მანჩესტერ იუნაიტედიც, რომელსაც ფორვარდის პრობლემა აქვს. კავანის პსჟ 50 მილიონ დოლარად აფასებს და ამ თანხის გადახდა მანჩესტერისთვის პრობლემა არ იქნება. რაც შეეხება თვითონ ურუგვაელ ფორვარდს ის ჯერჯერობით თავის […]










