ჭდე: ტერაქტი

ბარსელონა: ტერაქტის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებიან – “პოლიცია გარეთ გასვლის უფლებას არ გვაძლევს”

ბარსელონა: ტერაქტის ადგილზე  საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებიან - "პოლიცია გარეთ გასვლის უფლებას არ გვაძლევს”

ცოტა ხნის წინ “ქრონიკა” ესაუბრა ერთ-ერთ ქართველს, რომელიც ბარსელონაში ტერაქტის ადგილიდან ას მეტრში იმყოფებოდა. ის იქ ძმასთან ერთად იყო და ერთ-ერთ მაღაზიას აფარებდა თავს. მისი თქმით, პოლიცია ადამიანებს გარეთ გასვლის უფლებას არ აძლევს, რადგან პერიმეტრს კვლავ სამართალდამცველები აკონტროლებენ. 17 აგვისტოს, დღისით, ბარსელონაში, რამბლის ქუჩაზე, სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხითმოსიარულეებს დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით 2 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა […]

კვირიკაშვილი ბარსელონის ტერაქტის შესახებ – ”ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს მოქალაქეებს”

კვირიკაშვილი ბარსელონის ტერაქტის შესახებ - ”ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს მოქალაქეებს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბარსელონაში ტერაქტის გამო ესპანელ ხალხს მიუსამძიმრა. – დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ესპანეთის მთავრობას, ესპანელ ხალხს. ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს მოქალაქეებს. იღუპებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები. მჯერა, რომ ცივილიზებული მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს გამოწვევას და მიაღწევს მშვიდობას. ჩვენ ყველაფერი […]

ტერაქტი ბარსელონაში – ფურგონი ხალხში შეიჭრა

ტერაქტი ბარსელონაში - ფურგონი ხალხში შეიჭრა

ცოტა ხნის წინ ბარსელონაში, რამბლის ქუჩაზე, სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ესპანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ სატვირთო მანქანის ფეხით მოსიარულეებზე დაჯახებას ტერაქტად აფასებს. ინფორმაციას სააგენტო AFP ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, სროლის ხმა ისმის ბარსელონაში, ბაზრის ტერიტორიაზე. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ გახსნა ცეცხლი, არ ვრცელდება. ვრცელდება ინფორმაცია, […]

27 დაღუპული და 83 დაშავებული – ნიგერიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავი აიფეთქა

27 დაღუპული და 83 დაშავებული - ნიგერიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავი აიფეთქა

27 ადამიანი დაიღუპა და 83 დაშავდა ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ კონდუგაში მომხდარი აფეთქების შედეგად. როგორც როიტერსი იტყობინება, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავი ბაზარში აიფეთქა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, კონდუგაში მეორე აფეთქებაც მოხდა. 2-მა ტერორისტმა დევნილთა ბანაკის შესასვლელთან აიფეთქა თავი. აფეთქებებზე პასუხიმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ნიგერიაში ტერორისტულ აქტებს დაჯგუფება “ბოკო-ჰარამი” ახორციელებს. „ბოკო […]

ბრიუსელში მოკლული ტერორისტის ვინაობა ცნობილია

ბრიუსელში მოკლული ტერორისტის ვინაობა ცნობილია

ბრიუსელი სერიოზულ ტერაქტს გადაურჩა. სამშაბათს, გვიან ღამით ბრიუსელის ერთ-ერთ ცენტრალურ სადგურზე პოლიციამ შაჰიდის ქამრით შეიარაღებული მამაკაცი გაანეიტრალა, რომელიც ტერაქტის მოწყობას აპირებდა. ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიციამ ძალიან ეფექტურად იმუშავა და ბრიუსელი დიდ უბედურებას გადაარჩინა. ჯერჯერობით უცნობია, ტერორისტი მარტო მოქმედებდა, თუ მას ეხმარებოდნენ, თუმცა ცნობილი გახდა მისი ვინაობა, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ეს ინფორმაცია არ […]

ქაბულში, გერმანიის საელჩოსთან ძლიერი აფეთქების შედეგად 80 ადამიანი გარდაიცვალა

ქაბულში, გერმანიის საელჩოსთან ძლიერი აფეთქების შედეგად 80 ადამიანი გარდაიცვალა

ქაბულის ცენტრში, გერმანიის საელჩოსთან ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი გარდაიცვალა, 300-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ბომბი გერმანიის საელჩოს მახლობლად მდგომ მანქანაში ამოქმედდა. მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების საელჩოები და ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეა განლაგებული. პოლიციამ ქაბულის ცენტრალური ნაწილი გადაკეტა და უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. მომხდარის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა […]

მანჩესტერის ტერაქტის საქმეზე დაკავებები გრძელდება

მანჩესტერის ტერაქტის საქმეზე დაკავებები გრძელდება

მანჩესტერში მომხდარ ტერაქტის საქმეზე ინგლისში პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. დაკავებული 22 წლის არის და მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. დაკავებულს ტერაქტის ორგანიზებაში ედება ბრალი. აღსანიშნავია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მანჩესტერის პოლიციამ უკვე 10ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებსაც თვითმკვლელ ტერორისტთან აბელ საიდთან კავშირი ედებათ ბრალად.  შეგახსენებთ რომ 22 მაისს, არიანა გრანდეს კონცერტზე თვითმკვლელმა ტერორისტმა ხალხმრავალ ფოიეში […]

მანჩესტერის პოლიციამ ტერაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავა

მანჩესტერის პოლიციამ ტერაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავა

მანჩესტერის სამხრეთით პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამ სამ ადამიანს თვითმკვლელ ტერორისტთან სალმან აბედისთან კავშირი ჰქონდათ. მათი ვინაობა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება. შეგახსენებთ, რომ ტერაქტი მანჩესტერში 22 მაისს, საღამოს მოხდა, როდესაც ამერიკელი პოპ ვარსკვლავის არიანა გრანდეს კონცერტი ახალი დამთავრებული იყო. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, თუმცა გამოძიებას სხვა ვერსიებიც აქვს. […]

მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის დროს დაკარგული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის დროს დაკარგული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

მანჩესტერში ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60 ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულებს შორის არის 8 წლის გოგონაც. სოფი როუზ რუსოსი კონცერტზე დედასთან ერთად იმყოფებოდა და აფეთქების შემდეგ ის მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. სოფის დედამ ასევე მიიღო ტრავმები და ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. როგორც ცნობილი გახდა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ფოიეში აიფეთქა, რის შემდეგაც საკონცერტო დარბაზის გარშემო […]

მანჩესტერში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ბავშვები

მანჩესტერში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ბავშვები

მანჩესტერ არენაზე კონცერტის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ბავშვები, დაშავებულთა რიცხვი 59-ს შეადგენს. მომხდარს მომხდარს სამართალდამცველები შესაძლო ტერორისტულ თავდასხმად განიხილავენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქება ერთმა ადამიანმა მოაწყო და თავადაც დაიღუპა. ამჟამად სამართალდამცავები მუშაობენ, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს “ბარბაროსული აქტი” უწოდა. იმ შემთხვევაში […]